ჯანდარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმტაცი ღონისძიებით დაასრულეს
25-05-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ზეიმით დაასრულეს.
პატარა მოსწავლეები შესაფერისად გამოეწყვნენ, ღონისძიება გამართეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გარდა ამისა, მათ ასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს