თხილნარის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
25-05-2023
მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, ძალიან აქტიურობენ და სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტს ახორციელებენ. 

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში პროექტი - „ალკოჰოლის ზემოქმედება მოზარდებში“ მოამზადეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

მოსწავლეებმა საკითხზე ამომწურავად ისაუბრეს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203