მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
25-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ აქტივობაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობით 26 მაისისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია - „ისტორიის ფურცლები“ გაიმართა.
მასში მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - თათია მორთულაძე და დიანა სარიძემ, ისტორიის პედაგოგის ნანა კაცაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ინფორმაცია გაცვალეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს