ხორენიის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
25-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები საზეიმოდ, დიდი სიყვარულით გააცილეს. 

კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. ისინი შესაბამისად გამოეწყვნენ, სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ იმღერეს, იცეკვეს და საინტერესო ნომრები წარადგინეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203