ბოძაურის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ, დიდი სიყვარულით გააცილეს
25-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებითა და სიყვარულით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

კურსდამთავრებულებმა სკოლის დამთავრება, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს და იმ დღის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. 

მათ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203