ქედქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში მონაწილეობდნენ
25-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლას ნიჭიერი, აქტიური და შრომისმოყვარე მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეთა კონფერენციაში - საქართველო გიორგი სააკაძის ეპოქაში, XVII საუკუნე, VIII-XI კლასის მოსწავლეები - ირინა ზაქარაძე, მარიტა პირპილაძე და ლიზი კახიძე მონაწილეობდნენ.

ისინი ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთნენ, თემა წარმატებით წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლებს - ციცინო პირპილაძეს და გიორგი დუმბაძეს, გაწეული მუშაობისათვის, მადლობა გადაუხადეს. 

სკოლაში მოსწავლეებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203