მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
25-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობებში ერთვებიან. 

ამჯერად, პროექტის „მუზეუმები სკოლაში“ ფარგლებში მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში აქტივობა შედგა, სადაც მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, ერთდროულად სამი სკოლის - ჩხუტუნეთის, მარადიდის და კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად იმყოფებოდნენ. 

სამივე, მათ შორის, მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია თავიანთი სოფლის კულტურული ძეგლებისა და ტრადიციების შესახებ წარადგინეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სხვა სკოლის მოსწავლეებთან დაახლოვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„ეს იყო ძალიან საინტერესო პრეზენტაციებით დატვირთული ღონისძიება. აქტივობამ ხელი შეუწყო ასევე მოსწავლეთა დამეგობრებას და იდეის დონეზე, გათვლა ურთიერთანამშრომლობის გაგრძელებაზე გაკეთდა. უღრმესი მადლობა მუზეუმის დირექტორს ბატონ მალხაზ ნაგერვაძეს, მასპინძელი სკოლის პედაგოგებს, ქალბატონ მალვინა სირბილაძის ხელმძღვანელობით და განსაკუთრებული მადლობა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანატოლების გულღია და გულთბილი მასპინძლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203