ხანდოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
25-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
შესაბამისად, მოსწავლეები განათლებას დიდი მონდომებითა და ხალისით იღებენ. ამჯერად, სკოლაში პირველკლასელებმა სომხური ანბანის შესწავლა და პირველი კლასი ზეიმით დაასრულეს.
მათ ღონისძიება კლასის დამრიგებელის - ანაიტ მელიქიანის ხელმძღვანელობით მოამზადეს. მოსწავლეებმა სომხურ ანბანს ხოტბა ლექსებით, სიმღერებითა და ენისგასატეხებით შეასხეს.
„ასეთი ღონისძიება ხანდოში საჯარო სკოლაში ყოველ წელს ტარდება და განსაკუთრებით ბევრი მაყურებელი ჰყავს - მშობლები, ბებია-ბაბუები და ნათესავები სიამოვნებით უსმენენ პირველკლასელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს