„პროფესია-ცხოვრების ხარისხი“  - დადეშის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
25-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.

ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაციის - „ტოლერანტი“ ეგიდით და ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგის - ცირა მამაცაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის - „ახალგაზრდული სამყაროს“ ფარგლებში, მორიგი ღონისძიება - „პროფესია - ცხოვრების ხარისხი“, ჩაატარეს.

მათ სკოლაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მიიწვიეს. სტუმრებსა და მოსწავლეებს შორის, პროფესიების შესახებ, საინტერესო კითხვა-პასუხი და დისკუსია გაიმართა. მათ იმსჯელეს, თუ რატომ არის პროფესიის ქონა მნიშნელოვანი და რატომ განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს.  

ღონისძიების მომზადებაში სკოლის პედაგოგები - ნუნე სევიკიანი, გოჰარ მარტიროსიანი, გაიანე თუმასიანი მონაწილეობდენენ. შეხვედრას სკოლის დირექტორი სურენ აკოპიანი და ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი სირა მესხიშვილი ესწრებოდნენ. მათ მოიწონეს მოსწავლეთა ინიციატივები და მხარდაჭერა სამომავლოდაც აღუთქვეს.

„ახალგაზრდებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია. მათ კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ კვლავ სურთ განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრები, რათა თავიანთი სწორი არჩევნით მომავალში მეტი სარგებლის მომტანი იყვნენ საკუთარი თავისა და ქვეყნისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203