ყოროლისთავის საჯარო სკოლაში მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსი გაიმართა
25-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსი მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართა. მის ფარგლებში, შეიქმნა ოთხი გუნდი.

მოსწავლეებმა კომისიის შერჩეული ნაწარმოები წაიკითხეს და ილუსტრაციები გრაფიკული, წარწერული და დიორამის სახით წარადგინეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, გამარჯვებული გუნდი, 2 ივნისს, მუნიციპალურ ტურში ჩაერთვება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203