შუა ამაღლების საჯარო სკოლის გოგონათ გუნდმა საფეხბურთო მატჩში გაიმარჯვა
25-05-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტურად ზრუნავენ. 

ამიტომაც, ისინი სხვადასხვა თემატურ ღონისძიებასა და შეჯიბრში ერთვებიან. 

ამჯერად, თასის მფლობელთა თასის მოპოვებიდან 42 წლისთავისადმი მიძღვნილ საფეხბურთო მატჩი გურიის ჩემპიონ ჭანჭათის საჯარო სკოლასა და შუა ამაღლების გოგონათა გუნდებს შორის, შუა ამაღლების საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. გოგონებმა მეტოქეს ანგარიშით - 1-2 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შუა ამაღლების საჯარო სკოლის სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრებმა - მარინა სიხარულიძემ და გოჩა სიხარულიძემ დაგეგმეს და განახოციელეს.

„მადლობას ვუხდით გუნდის მწვრთნელს - ბატონ ვასილ ჭეიშვილს და ალეკო გოგოლაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203