მანიაკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ერთმა პირველკლასელმა დაასრულა - პედაგოგებმა წარჩინებული მოსწავლე არდადეგებზე სიყვარულით გააცილეს
25-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, პირველი კლასი ერთმა მოსწავლემ - ელენემ დაამთავრა.
მან სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენა, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობა.
„ელენოკო, ჩვენო ძალიან წარმატებულო, ჭკვიანო და პოზიტიურო, გილოცავთ პირველი კლასის წარჩინებით დამთავრებას, გისურვებთ ჯამრთელობას და შემდგომში მეტი წარმატებების მიღწევას. ასევე, ვულოცავ თქვენს აღმზრდელ მასწავლებელს მშობლებს და განსაკუთრებით, ბებია-ბაბუას თქვენს წარმატებას! იხარეთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს