განძის N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
25-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. ისინი შესაბამისად გამოეწყვნენ, სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ გ. ლულუკიანი და კ. გალოიანი ხელმძღვანელობდნენ.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს