ფუთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ტატო პირველაშვილმა ძიუდოს რესპუბლიკურ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
25-05-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტულ აქტივობებში ხშირად ერთვებიან და წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლე ტატო პირველაშვილმა ძიუდოს რესპუბლიკურ ტურნირზე, 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა. 

მან ღირსეულად იასპარეზა, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა და შესაბამის შედეგსაც მიაღწია. სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203