სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არაფორმალურ გარემოში კედლის გაზეთი და პოსტერები შექმნეს 
25-05-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

რასაკვირველია, გამონაკლსი არც დედამიწის დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, საგაკვეთილო პროცესი არაფორმალურ გარემოში გაიმართა.

მოსწავლეებმა კედლის გაზეთისა და პოსტერების შექმნაში აქტიურად ჩაერთნენ. გარდა ამისა, ლექსები როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებმა  წაიკითხეს. აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მათ ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„არაფორმალურმა გარემომ მეტი სიხალისე შესძინა საგაკვეთილო პროცესს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203