ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სამი ოქროს მედალი  და საამაყო სპორტული წარმატება 
25-05-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებებს აღწევენ.

ამჯერად მათ მორიგი წარმატება კუნგ-ფუში მოიპოვეს. 

მოსწავლეებმა 12 მარტს, თბილისში, კუნგ-ფუში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, 9 აპრილს ქალაქ ტყიბულში ჩატარებულ ტყიბულის მუნიციპალიტეტის თასის პირველობაზე და ქალაქ ხარაგაულში დასავლეთ საქართველოს პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

მოწინავე პოზიციაზე გავიდნენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ოთარ სანიკიანი - I ადგილი (VI კლასის მოსწავლე, დამრიგებელი მაკა სოფრომაძე) ალექსი მაჭავარიანი - I ადგილი, (VI კლასის მოსწავლე, დამრიგებელი მაკა სოფრომაძე) ბადრი ბოჭორიშვილი - I ადგილი, (VII კლასის მოსწავლე, დამრიგებელი ცირა კუბლაშვილი).

მოსწავლეთა მწვრთნელი ოლეგ ფანჩულიძე გახლავთ, რომელის მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს. 

სკოლაში პატარა სპორტსმენების მიღწევა ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203