ილემის საჯარო სკოლის პირველკლასელებებმა სასწავლო წელი წარმტაცი ღონისძიებით დაასრულეს
25-05-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის 1-ელი კლასში „დედაენის გაცილების“ ღონისძიება მოეწყო.


პირველკლასელებმა, დამრიგებლის ასმათ სხილაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიებაზე წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა შეაჯამეს.

მათ, ასევე იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„მათ, „დედაენა გააცილეს“ და მოსწავლეები სრულყოფილად ჩაებნენ სასკოლო საზოგადოებაში მეორე კლასელების სტატუსით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო, როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისათვის.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203