დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
25-05-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ისტორიული თარიღები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. 

სკოლაში არც 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა გამორჩენიათ, სამოქალაქო განათლების კლუბის- „ფენიქსი“, (კლუბის მეურვე მასწავლებელი მ. აბულაძე) წევრებმა დაამზადეს ბანერები, წარწერით - „დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს“, „ჩვენ არ ვივიწყებთ გმირებს!“. 

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მოსწავლეები დაბაში არსებულ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვივნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 
 
„მადლობა, კლუბის წევრებს აქტიურობისათვის... დიდება გმირებს! ქვეყანა მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203