მაჭატიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
25-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სასწავლო წლის დასრულება ზეიმით აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელის რიდა გალსტიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა, სხვადსხვა ლექსი მხატვრულად წაიკითხეს და მუსიკალური ელემენტებით გაჯერებული სანახაობა დადგეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, საჭირო უნარები წარმოაჩინეს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდათ.

პირველკლასელები ამაღლებული განწყობითა და დიდი სიყვარულით მასწავლებელს სექტემბრამდე გამოემშვოდბნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203