დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
29-05-2023

დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - დალი დიასამიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ლოზუნგით - „ეს დღე ჩვენია“ შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს. 

ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული „გააცოცხლეს“, მხატვრულად წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები საქართველოზე, ასევე, ისაუბრეს 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა სამშობლოს ხოტბა შეასხეს, მკაფიოდ გამოხატეს საქართველოს სიყვარული და წარსულის პატივისცემა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203