„სუფთა გარემო ჩვენს ირგვლივ“ - გარემოსდაცვითი პროექტი მაჭატიის საჯარო სკოლაში
25-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში პროექტი - „სუფთა გარემო ჩვენს ირგვლივ“, განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს დირექტორი, მათემატიკის მასწავლებელი ანაიტპარონიანი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, შემდეგ კი ეზოს გამწვანებაში აქტიურად ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა, სკოლაში სხვადასხვა მცენარის ნერგები მიიტანეს და სკოლის ეზოში დარგეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა საკუთარ თავზე აიღეს მცენარეების მოვლისა და გახარების პასუხისმგებლობა.
სკოლაში აანონსებენ, რომ ასეთი სახის პროექტები კვლავაც გაგრძელდება.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებას, ამავე დროს, ისინი გააცნობიერებენ, რა ზიანის მომტანია გარემოს დაბინძურება.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს