ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიულ თარიღებს საინტერესოდ აღნიშნავენ
25-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ისტორიული თარიღები აქტიურად აღინიშნება.

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ  9 მაისი „გამარჯვების დღეა“, მათ ამ საამაყო თარიღზე ისაუბრეს და ქვეყნის გმირი წინაპრების თავდადება გაიხსენეს. 

„ჩვენთვის დასაფასებელია მათი ღვაწლი, თავგანწირვა და შრომა საქართველოსთვის და ყოველთვის დიდი სიამაყით ვახსენებთ ამ გამარჯვებაში მონაწილე გმირების სახელებს“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს  და შემეცნებითი პრეზენტაცია წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ამავე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

„ვამაყობთ, რომ გმირი ხალხის ქვეყნის შვილები ვართ. დიდება გმირებს!“, - დღე ამ სიტყვებით დასრულდა. 

იხილეთ ფოტო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203