ქვემო სარალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
25-05-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია წარადგინეს და ქართველი ერისთვის ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ბავშვებმა ასევე მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს და სასწავლო სივრცეში გამოფინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული, ინფორმაციული და ინტერაქციული გახლდათ, მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს