„პროფესია და ჩვენი მომავალი“ - ტურცხის საჯარო სკოლაში პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
25-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი იმართება. 

ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული პროექტის - „პროფესია და ჩვენი მომავალი“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო კლუბის წევრები და საშუალო საფეხურის სხვა მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიმდინარეობისას პროექტის ფარგლებში, ჩატარებული შეხვედრების ეფექტურობა მიმოიხილეს. მოსწავლეებმა პროექტის თემის აქტუალობაზე ისაუბრეს, გაიხსენეს, თუ რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად, რა იყო მათთვის საინტერესო და სასარგებლო. გარდა ამისა, აღნიშნეს, თუ რა შთაბეჭდილებები დარჩათ ამა თუ იმ შეხვედრის თუ ვიზიტის შემდეგ. 

როგორც სკოლის დირექტორის მ/შ შორენა აკოფაშვილი აღნიშნავს, მოსწავლეებმა ამ მიმართულებით საკუთარი სურვილები გააჟღერეს და თქვეს, თუ რის ნახვას ისურვებდნენ სამომავლოდ და რა აქტივობების დაგეგმვას შეუწყობდნენ ხელს სკოლაში.

„დირექცია მადლობას უხდის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - იაგორ არაქელიანს, პროექტის ავტორს, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს - ამირან პიჭიკიანს და ასევე, სკოლის ყველა იმ მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროექტის განხორციელებაში და უსურვებს მათ უამრავ წარმატებას და  წინსვლას როგორც სასკოლო ცხოვრებაში, ისე სამომავლოდ მათ მიერ არჩეული პროფესიული მიმართულებით“,- წერს სკოლის დირექტორის მ/შ შორენა აკოფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203