„ჩემი სამშობლო საქართველოა“ - შუაფარცხმის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
25-05-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

23 მაისს, შუაფარცხმის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „ჩემი სამშობლო საქართველოა“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

პროექტის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის შეხსენება, მოპოვებული დამოუკიდებლობის გაფრთხილება, პატრიოტული გრძნობების გაღვივება და შეძენილი ცოდნის, გამოცდილების სწორად გააზრება და გამოყენება.

მოსწავლეებმა შეძლეს წარმოდგენილი თემატიკა სხვადასხვა კუთხით და ასპექტით წარმოეჩინათ. პროექტში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თამარ კალანდაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203