ჟდანოვის საჯარო სკოლაში საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული აქტივობები გაიმართა
25-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებლებისთვის დაგეგმილ სავალდებულო ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობენ.
ახლახან, ბიოლოგიის მასწავლებელმა ჰაიასტან მარკოსიანმა ტრენინგი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მოისმინა. აღნიშნული ტრენინგის შემდეგ კი, საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა. სკოლის დერეფანში მაკულატურის შესაგროვებელი ყუთი დაიდგა. ამ აქტივობით, პედაგოგმა მოსწავლეებს მოუწოდა, რომ ქაღალდი ნაგავი არ არის.
გარდა ამისა, სკოლის ექიმ მარია მარიკიანთან ერთად, ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ განხორციელდა. მის მიმდინარეობაში მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი ცდილობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს