გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო ვიზიტით, მინერალური წყლის ჩამომსხმელ ქარხანაში იმყოფებოდნენ
25-05-2023
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო გასვლითი აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, ისინი ნაბეღლავის ახალ ქარხანაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა მისი დათვალიერების შემდეგ, ქარხნის მუზეუმი ნახეს, სადაც ნაბეღლავის წყლის ჩამოსხმის ისტორიაა წარმოდგენილი. იქვე შეაძლებელი იყო ქარხნის წარმოებული ყველა პროდუქტის დაგემოვნება.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„ჩემი პატარები სტუმრად ნაბეღლავის ახალ ქარხანაში. დასაჩუქრებულმა პატარებმა გემრიელად დააგემოვნეს სასიამოვნო სასმელები“,- აღნიშნავს პედაგოგი.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს