ხაშურის N2 სკოლის მასწავლებლები ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარებზე დასასწრებად გაემგზავრებიან
დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც სასწავლო პროცესს მრავალფეროვანს ხდიან. სწორედ ასეთები არიან - ინგლისური ენის მასწავლებლები - ქეთევან გოგალაძე და ანი ტეფნაძე, ისინი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ.
შედეგად, მასწავლებლები ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციაზე და სემინარებზე დასასწრებად გაემგზავრებიან.
კონკრეტულად, ქეთევან გოგალაძე - საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაგეგმილ eTwinning-ის სემინარზე, 2-4 ივნისს საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, კონფერენციაზე - How to plan a first eTwinning project? გაემგზავრება. ანი ტეფნაძე კი ესპანეთის ქალაქ ალკალა-დე-ენარესს 1-3 ივნისს ეწვევა და სემინარში - Creating bonds through innovation ჩაერთვება.