ირემაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
25-05-2023

მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები და გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.

მათი ხელმძღვანელი შორენა გობაძე გახლდათ.

„მათ გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები და ვაჟას შესახებ შეგროვებული ცნობები, აუდიტორიას  გააცნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების, დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.

მსგავსი პრეზენტაციები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203