უჩამბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სამმა პირველკლასელმა დაასრულა - წარმატებული მოსწავლეები პედაგოგებმა დააჯილდოვეს
25-05-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. მათ, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, მასწავლებელმა სიგელები გადასცა.
„სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა სამმა პირველკლასელმა. სკოლის ადმინისტარაცია ულოცავს პირველი ნაბიჯის დამთავრებას, მხიარულ არდადეგებსა და წარმატებებს უსურვებს მომავალ სასწავლო წელს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს