ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
25-05-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს 19 მაისს, კომპიუტერები, წიგნები და სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ. 

„ბოლო ზარის“ დღისგან გამოწვეული ემოციები, მოსწავლეებში კიდევ უფრო გაამძაფრა აღნიშნულმა საჩუქრებმა. 

სკოლაში ემოციების კორიანტელი „ტრიალებდა“.

მოსწავლეთათვის დღე ბედნიერების მიმნიჭებელი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

„ბოლო ზარი ხომ განსაკუთრებული და ლამაზი დღეა სკოლის ცხოვრებაში. წლევანდელი „ბოლო ზარი“ კიდევ უფრო ლამაზი და დაუვიწყარი გახადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის  „ნიკორას“ ქველმოქმედებამ.

19 მაისს ჩვენს სკოლას ეწვია ამ კომპანიის წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელმაც საჩუქრად გადასცა: ორი კომპიუტერი, მხატვრული ლიტერატურა ბიბლიოთეკისათვის და სასაჩუქრე პაკეტები I-VIII კლასის მოსწავლეთათვის. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სიხარულით მიიღეს საჩუქრები, ბევრი თბილი და სამადლობელი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და სიყვარულით დაემშვიდობნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203