რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეები შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
25-05-2023
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები, ისტორიის პედაგოგის, ბეგლარ შაინიძის, ინიციატივით, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კვირეულის“ ფარგლებში, სამშობლოსადმი თავდადებული გმირის, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
მათ, ასევე მოინახულეს სხალთის ტაძარი და საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.
ბავშვებმა, საქართველოს ისტორიული დღესასწაულის - 26 მაისის მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობაზე ისაუბრეს.
დღე ინფორმაციული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს