ქვედა გორას საჯარო სკოლის მოსწავლეთა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პატრიოტული ღონისძიება
25-05-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა 26 მაისთან, დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიანტერესო აქტივობებით წარდგნენ.
მათ 26 მაისის სტორიულ მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის არსზე ისაუბრეს.
მეათეკლასელებმა ასევე, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, რამაც მათში პატიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო აამაღლა.
„გისურვებთ ერთიან, თავისუფალ, წარმატებულ ცხივრებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს