ვალის N4 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება მოეწყო
25-05-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში, პირველკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს, ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს დედაენასა და დიდ იაკობს, რომელმაც ქართული ასოები ერთ დიდ წიგნად შეკრა და ამით გადაარჩინა ქართული სიტყვა და ანბანი.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ყველა ქართველი მოვალეა მუხლი მოიყაროს დედაენის წინაშე და ხმამაღლა თქვას -  „გმადლობთ, დედაენავ, გმადლობთ!“.

სკოლაში გვიყვებიან, რომ პატარებისთვის განსაკუთრებული იყო დღევანდელი დღე, რომელიც ძვირფას მოგონებად დარჩება მათ მეხსიერებაში.

სკოლის დირექტორმა სიგელები გადასცა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრებისთვის და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ლამაზი ღონისძიებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203