„სამთო ქოხი მყინვარწვერის გზაზე“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-8 კლასში საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა 
25-05-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები, მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ფიზიკის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების - „სამთო ქოხი მყინვარწვერის გზაზე“ - პრეზენტაცია ჩატარდა.

კლასის ხელმძღვანელი და საგნის მასწავლებელი - ირინა ალავიძე გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალება ცხოვრებისეულ სიტუაციასთან იყო დაკავშირებული.

„დავალება მოსწავლეებისგან მოითხოვდა სხვადასხვა ცოდნათა (ბიოლოგიიდან, გეოგრაფიიდან, ქიმიიდან) ინტეგრირებულად გამოყენებას, ექსპერიმენტის ჩატარებას და შემოქმედებითი პროდუქტის-პოსტერის ან PowerPoint-პრეზენტაციის შექმნას, რომელშიც უნდა აესახათ, თუ რა პრობლემებს ქმნის მთაში მოგზაურობა, აეხსნათ ფიზიკის თვალსაზრისით და მიეცათ რჩევები მთაში წამსვლელი გამოუცდელი ტურისტებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და დავალება მონდომებით შეასრულეს.

„ვფიქრობ, ეს ყოველივე მოსწავლეთა უმრავლესობამ წარმატებით შეძლო, რასაც მოწმობდა მათი  წარმოდგენილი მოდელები და პრეზენტაციები“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე - თამილა თუთბერიძე. მათ გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203