ახალციხის N4 საჯარო სკოლაში „ახალგაზრდა მკითხველების“ საინტერესო შეხვედრა მოეწყო
25-05-2023

ახალციხის N4 საჯარო სკოლის „ახალგაზრდა მკითხველების“, მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა 24 მაისს მოეწყო, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სომხური სექტორიც შეუერთდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მიზანი წიგნიერების დონის ამაღლება, წიგნის კითხვის მნიშვნელობის გააზრება და კითხვის კულტურის დანერგვა გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მე-5 - მე-9 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“ და ჯემალ ქარჩხაძის- „სასწაული“, განიხილეს და ერთმანეთს ნაწარმოებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. 

ბავშვებმა ემოციები გამოხატეს, დაფიქრდნენ ადამიანურ ურთიერთობებზე და ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებაზე, განსხვავებულობის მიმღებლობასა თუ დისკრიმინაციაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეები, შეეცადნენ დაერწმუნებინათ მეგობრები ამ წიგნების წაკითხვის აუცილებლობაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგს მიაღწიეს კიდეც. 

აღსანიშნავია, რომ მკითხველების მსჯელობამ, აზრთა გაცვლა-გამოცვლამ ნაყოფიერად ჩაიარა, მათ დაგეგმეს, რომ ეს შეხვედრები გააგრძელონ სამომავლოდაც.

სამუშაო შეხვედრას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია კოპაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203