წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის - ნატალია მანდარიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
25-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა ეწყობა. სკოლაში ასევე მასწავლებელთა ჩართულობით საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში ნატალია მანდარიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია, როგორც სკოლაში გვიყვებიან, წყალტუბოს საგანმანათლებლო სივრცის მოწვეულ ბიოლოგებთან და სკოლის პედაგოგებთან ჩატარდა.
დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ და პედაგოგებმა სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარება.
„წარმატებები ჰქონოდეს ამ დამხმარე რესურსს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეხვედრა ინფორმაციული, საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
„ქალბატონ ნატალია მანდარიას შემდგომი წარმატებები უსურვეს. ნატალია ახლო მომავალში სახელმძღვანელოს სხვა ნაწილების დაბეჭდვასაც გეგმავს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მსგავსი პრეზენტაციებსა და შეხვედრებს სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს