სადმელის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
25-05-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“, დაირეკა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. კურსდამთავრებულებს, პედაგოგებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს. 

სასკოლო საზოგადოებამ, კურსდამთავრებულებს - მარიტა კერესელიძეს და ლაშა მეტონიძეს, მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და ისინი სკოლიდან ტკბილი მოგონებებით გააცილეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203