დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მძლეოსნობაში, რაიონულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
25-05-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა მასწავლებლები - ომარ ჭელიძე და ია სულუხია გახლავთ, მძლეოსნობაში, რაიონულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს და 2023 წლის სასკოლო ჩემპიონები გახდნენ.
„მათ, გამარჯვებისთვის, ამავე სკოლის გარდაცვლილი, საამაყო მასწავლებლების ლერი და მამუკა ჩხენკელების სახელობის თასი მიიღეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
საპრიზო ადგილები სკოლის შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს:
ბაჩო ხვიჩია - პირველი ადგილის მფლობელი გახდა ბირთვის კვრაში, მეორე ადგილი კი მოიპოვა ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში.
ქეთი ხაბულიანმა - პირველი ადგილი ბირთვის კვრაში დაიკავა.
მარი ადაძე კი რბენაში (100 მ) მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
რაიონის მასშტაბით მათ გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს.
„სკოლა ამაყობს თქვენი წარმატებებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი შეჯიბრებები და კონკურსები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს