ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პატარებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან
25-05-2023
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ მოსწავლეთა პატრიოტულ მოტივებზე აღზრდა და მათში ეროვნული ღირებულების ჩანერგვა სკოლამდელი ასაკიდანვე იწყება.
„გიმნაზიის“ დაქვემდებარებაშია საბავშვო ბაღი - „სუპერ ძიძა“, სადაც ბავშვებისთვის საინტერესო და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად აღსაზრდელებმა, ბაღში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ემოციური ღონისძიება წარადგინეს.
პატარებმა ბაღის ეზოში ქართული დროშა ააფრიალეს, საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს და დამსწრე საზოგადოებას პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული წარმოდგენა შესთავაზეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს