ნოღის საჯარო სკოლიდან დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელები სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
25-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

მე-12 კლასელებმა ტრადიციულად ერთმანეთს მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და სკოლის დამთავრება მიულოცეს. 

„ბოლო ზარს“ სიხარულთან ერთად სევდაც ახლავს, ახალგაზრდებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა 2023 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. გზა დაულოცეს და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. „ბოლო ზარის“ საღამო გამოსამშვიდობებელმა სიტყვებმა ემოციებით აავსო. 

დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია, უსურვებენ წარმატებულ სტუდენტობას და სურვილების ასრულებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203