„ანბანთქება“ - პირველკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება თბილისის N217 საჯარო სკოლაში
24-05-2023
თბილისის N217 საჯარო სკოლის პირველკლასელები სასწავლო წელს წარმატებით ასრულებენ. ცოდნის ტაძარში გატარებული პირველი შთამბეჭდავი წელი პატარებმა ღონისძიებით დააგვირგვინეს.
სკოლაში ჩატარდა პირველი კლასის გამოსაშვები ღონისძიება - „ანბანთქება“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები ანბანზე და გააცოცხლეს დიდი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები სცენაზე.
მოსწავლეებმა ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წამოაჩინეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
სკოლის დირექტირმა - ნატალია ფუხაშვილმა და დამრიგებელმა რუსუდან ქელდიშვილმა მიულოცეს პატარებს პირველი კლასის დასრულება და საპატიო სიგელები გადასცეს.