ნოღოხაშის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინა ჩატარდა
24-05-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის ქალაქ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მონაწილეობით სვადასხვა საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში აფხაზეთის კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში კი სკოლაში, ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც I-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ვიქტორინა კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის ნატალია გელიტაშვილის ორგანიზებით განხორციელდა.

მოსწავლეები გამოვიდნენ სიტყვით - „აფხაზეთი საქართველოს ნაწილია“.

მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

„ღონისძიებამ ოვაციების ფონზე ჩაიარა. ჩვენს ჭკვიან მოსწავლეებს უამრავ წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203