„გისურვებთ დასახული მიზნების ასრულებას“ - ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს 
24-05-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

სკოლაში მყოფი თითოეული ადამიანისთვის ეს დღე ემოციური იყო.

მეთორმეტეკლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს და სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს.

მათ, ასევე პედაგოგთა ღვაწლი აღნიშნეს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მათ განათლებაში.

მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს: დირექტორმა - დავით სეთურმა, კლასის ხელმძღვანელმა - ქეთევან ბუბუნაურმა, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ქეთინო ბექაურმა და სიფლის გამგებელმა - ბეჟან სუხაშვილმა.

„ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა ემშვიდობება სკოლის მე-12 კლასს. ბავშვებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წინსვლას, წარმატებებს და დასახული მიზნების ასრულებას“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203