ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვირტუალური მოდელირების ლაბორატორიას ესტუმრნენ
24-05-2023
ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი, აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში STEAM პროექტები ინერგება, მიმდინარე პროცესში კი ბოლნისის N5 საჯარო სკოლაც ჩართულია. შედეგად, სამუშაო შეხვედრები მასწავლებელთან როგორც ონლაინ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პირისპირ მიმდინარეობს.

ამჯერად, მოსწავლეები და ფიზიკის პედაგოგი - ლია გაბუნია დავით სონღულაშვილის ლაბორატორიას ესტუმრნენ. მოსწავლეები ადგილზე პროექტს, კიდევ ერთხელ, დეტალურად გაეცნენ. ასევე, სამაკეტო დაფაზე სატესტო ვერსია ააწყვეს. 

გარდა ამისა, ისინი, ლაბორატორიაში სხვადასხვა საკონკურსო თუ საგანმანათლებლო STEAM პროექტს გაეცნენ.

ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203