რგანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგეგბი 2023 წლის კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ
24-05-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ.
სკოლიდან ისინი საუკეთესო სურვილებით გააცილეს. კურსდამთავრებულებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„ჩვენი ნიჭიერი, წარმატებული და საამაყო მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის სკოლის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, მინდა სიყვარულით, სიხარულით და ბედნიერებით მოფენილი გზებით გევლოთ. ჩემო ცქრიალა გოგო-ბიჭებო, ნეტავ, იცოდეთ, როგორ მიყვარხართ და მეამაყებით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს