სვერის საჯარო სკოლიდან დირექტორმა და მასწავლებლებმა მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი - თამაზ ცუცქირიძე, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„კიდევ ერთი გამოშვება, კიდევ ერთი ემოციებით სავსე დღე... გზა დაგელოცოთ და უამრავი წარმატებები თქვენ და თქვენს თანატოლებს“,- წერს სკოლის დირექტორი თამაზ ცუცქირიძე.