ბოლნისის N1 სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურ რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
24-05-2023
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ხშირად ერთებიან. 

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ორგანიზებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ რესპუბლიკურ კონფერენციაში - „ოქროს რიცხვი“ ბოლნისის N1 საჯარო სკოლა კლუბ „მწვანე ლაბორატორიის“ წევრებმა წარადგინეს. 

კლუბმა პროექტი - „ჩემი ქალაქი“ განახორციელა, რომელიც მიზნად, ბოლნისში არსებული ბუნებრივი წყლების შემადგენლობის შესწავლის საფუძველზე, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის, ბუნებრივი წყლების მოხმარებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების გაცემას ისახავდა. 

კონფერენციაში, კლუბის ხელმძღვანელიის თინათინ ფრუიძის თაოსნობით, შემდეგი მოსწავლეები ჩაერთნენ:

  • მარიამ კორტავა;
  • ნუცა უგრეხელიძე;
  • მარიამ როინიშვილი;
  • ანა გრძელიშვილი;
  • ანრი გოქაძე;
  • დიმიტრი გოცირიძე.
იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203