მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სართიჭალის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ
24-05-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდნენ. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები სართიჭალის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ, წაიკითხეს აფორიზმები და ინტერესით დაათვალიერეს ექსპონატები.

მოსწავლეებმა ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს მუზეუმში დაცულ ღირსშესანიშნაობებზე და მუზეუმის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ძალიან პროდუქტიული და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203