გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
24-05-2023
გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

სკოლაში დიდი ყურადღება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათ სრულყოფას ეთმობა. ამ მიზნით კი, არაერთი საეინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, მრავალფეროვანი, საინტერესო და სხვადასხვა თემატიკის იყო, რამაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ჩვენი უნიჭიერესი და საამაყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203